ეპიზოდი 63. Rings of Power - ძალაუფლების ბეჭდები: მწარე მიმოხილვა
Impossibile aggiungere al carrello
Rimozione dalla Lista desideri non riuscita.
Non è stato possibile aggiungere il titolo alla Libreria
Non è stato possibile seguire il Podcast
Esecuzione del comando Non seguire più non riuscita
-
Letto da:
-
Di:
A proposito di questo titolo
„მწარე პოდკასტის" 63-ე ეპიზოდში, პოდკასტის ხშირ სტუმართან, ისტორიკოს ლაშა ჩანტლაძესთან ერთად, Amazon-ს უახლესი სერიალი lord of the Rings: Rings of Power (ბეჭდების მბრძანებელი: ძალაუფლების ბეჭდები) მიმოვიხილეთ და შევაფასეთ. ეს არის სერიალი, რომელსაც წლების მანძილზე ელოდა ტოლკინის შემოქმედებისა და პიტერ ჯექსონის ლეგენდარული ტრილოგიის მილიონობით გულშემატკივარი, ჩვენი ჩათვლით, შესაბამისად, პოდკასტის ჩაწერა თავიდანვე გადაწყვეტილი იყო და მხოლოდ პირველი სეზონის დასრულებას ველოდით. როგორი წინასწარი მოლოდინი არსებობდა, რა რეაქცია მოყვა გულშემატკივართა შორის სცენარისტთა სადავო გადაწყვეტილებებს, რატომ მიიღო სერიალმა საშუალო და დაბალი შეფასებები კრიტიკოსთაგან და ტელემაყურებლისგან, რამდენად ახლოა ის შუახმელეთის ისტორიასთან, აქვს თუ არა გავლენა პიტერ ჯექსონის „ბეჭდების მბრძანებელსა" და „ჰობიტს" მასზე, რამდენად შესაფერისი მსახიობები შეარჩიეს მთავარი როლებისთვის, რომელი პერსონაჟები მოგვეწონა განსაკუთრებით, რამდენად შეესაბამებოდა სერიალის ხარისხი მის უზარმაზარ ბიუჯეტს, რის შეცვლას ვისურვებდით მომდევნო სეზონისთვის - ამ და კიდევ ბევრ საკითხზე, ზედმეტი „სპოილერების" გარეშე, მოცემულ ეპიზოდში ვისაუბრეთ.
სავარაუდოდ, ეს იქნება, ჯერჯერობით, ბოლო ეპიზოდი podbean პლატფორმაზე. პოდბინი ფასიანი პლატფორმაა, სჭირდება ყოველთვიურად აბონიმენტის ყიდვა დოლარში; პოდკასტს კი არ აქვს შემოსავალი და ენთუზიაზმის ხარჯზე არსებული პროექტია.
გაითვალისწინეთ რომ ეს გვერდი 4 ნოემბრამდე იარსებებს და მანამდე შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ არსებული ეპიზოდები, შემდეგ, Podbean დახურავს ამ გვერდს. აუდიო ეპიზოდებს მოუსმენთ anchor-ზე, spotify-ზე და ზოგიერთ სხვა აუდიო პლატფორმაზე, ასევე იუთუბზე შეგეძლებათ ეპიზოდების ნახვა.